ბრიტანელი ღვინის მწერლები და სომელიეები მილდიანში

ბრიტანელი ღვინის მწერლები და სომელიეები მილდიანში

ბრიტანელი ღვინის მწერლები და სომელიეები მილდიანში

ბრიტანელი ღვინის მწერლები და სომელიეები მილდიანში

   მეღვინეობა მილდიანმა ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში ქვევრის ღვინისა და ზოგადად ქართული მეღვინეობის უკეთ გასაცნობად იმყოფებოდნენ. სტუმრებს შორის იყვნენ როგორც ღვინის მწერლები, მედიის წარმომადგენლები და სომელიეები, ასევე ღვინის ექსპორტიორები.

   სტუმრებმა დაათვალიერეს მეღვინეობა მილდიანის ტრადიციული საქვევრე მარანი და კლასიკური ღვინის საწარმო, რის შემდეგაც გაიმართა მილდიანის ღვინოების დეგუსტაცია.

   შეხვედრას უძღვებოდა ცნობილი ქართველი მეღვინე და სომელიე, ბატონი გიორგი დაქიშვილი. გაისინჯა როგორც ქვევრის ქარვისფერი და წითელი ღვინოები, ასევე კლსიკური ღვინოები.

   შეხვედრა ძალზედ საინტერესოდ წარიმართა. არ წყდებოდა შეკითხვები ქვევრში ღვინის დაყენებასა და ქართული ნიადაგების შესახებ. საინტერესო აღმოჩნდა ასევე კლიმატის გავლენა და ქართული მევენახეობის თავისებურებები.

    განსაკუთრებული მოწონება ქვევრის ღვინოებმა დაიმსახურეს.

   ეს ღვინოები იყო:   ოცხანური საფერე 2018 და ხიხვი ქვევრის ბუკეტი 2018.

ავტორი: Mildiani
Sep 22, 2022
mildiani.ge arrow up