ქვევრის გახსნა 2022

ქვევრის გახსნა 2022

ქვევრის გახსნა 2022

ქვევრის გახსნა 2022

 ჩვენ საქვევრე მარანში რქაწითელის 2021 წლის მოსავლის ბოლო ქვევრები გაიხსნა. ბრწყინვალე ღვინო ამოვიდა 4 ორ ტონიანი ქვევრიდან, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

   ეს მოსავალი შარშან, ოქტომბრის დასაწყისში დაიკრიფა ხელით. ხელითვე მოხდა მტევნების გადარჩევა და კლერტის გაცლის შემდეგ ჩაიწურა ქვევრებში. სრულ დურდოზე დადუღდა და როგორც ძველი ქათული ტრადიციული წესია, გაზაფხულამდე, აპრილის შუა რიცხვებამდე დავარგდა ჭაჭაზე.

    ქვევრებში ბუნებრივად გაფილტრული, გამჭვირვალე, კამკამა ქარვისფერი ღვინო დაგვხვდა. მის მდიდარ სურნელებში ძლიერად შეიგრძნობა სანელებლების, გამხმარი ბალახების, კომშისა და მსხლის ჩირის არომატები. საკმაოდ სხეულიანია, ტანინებით მდიდარი, დაბალანსებული ალკოჰოლითა და მჟავიანობით. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდაა, უკვე შემდგარი ღვინოა.

   სულ მალე ბოთლებში ჩამოისხმება და ამ სახით გაარძელებს დავარგებას. დაელოდება თავის ჯერს, რომ თავის ერთგულ მომხმარებელს გაეცნოს. ეს მაშინ მოხდება, როცა წინა წლის მოსავლები ამოიწურება და ადგილს ახალგაზრდა ღვინოს დაუთმობენ.

ავტორი: Mildiani
Apr 20, 2022
mildiani.ge arrow up