For some reasons the SWF Movie is not properly displayed on your Computer.
Strongly recomended to install the latest version of Adobe Flash Player.

Geo
Eng
Rus

კომპანიის შესახებ

 1991 წელს ძმებმა მილდიანებმა, იგივე “მილდიანი ჯგუფი”–მა თავიანთი საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებად აირჩიეს მეღვინეობა. საწყის ეტაპზე ხდებოდა არსებული ღვინის ქარხნებიდან მზა პროდუქციის შესყიდვა და მისი ექსპორტი რუსეთში.

   პირველი დაგროვილი კაპიტალით მალევე მოხდა საკუთარი ღვინის ჩამოსასხმელი საწარმოს შექმნა მცხეთაში, რამაც შესაძლებელი გახადა ღვინის ხარისხის სრული კონტროლი. ეს თავის მხრივ იყო ექსპორტის გაზრდისთვის აუცილებელი პირობა. სამწლიანი მიზანმიმართული მუშაობის შედეგად შეიქმნა საჭიროება პირველადი ღვინის საწარმოს შექმნისა, რომელიც აშენდა მეღვინეობისთვის ერთ–ერთ საუკეთესო ზონაში -წინანდალში და მთლიანად აღიჭურვა თანამედროვე იტალიური დანადგარებით, რამაც შექმნა მიღებული ღვინის ხარისხის დამატებითი გარანტია და მისი მუდმივი გაუმჯობესების საშუალება.

    საწარმო სიმძლავრეების გაზრდის მიზნით პარტნიორებმა 2003-2004 წლებში ააშენეს ახალი თანამედროვე ღვინის მარანი გუურჯაანის რეგიონში. პარარელურად ხდებოდა ვენახების გაშენება და შეძენა მეღვინეობის სხვადასხვა ზონებში და რეგიონებში.ამჟამად მათ მფლობელობაში არსებული ვენახების საერთო ფართობი შეადგენს 100 ჰექტარს.

     ”მილდიანი ჯგუფი” დღეისთვის სხვადასხვა რეგიონებში ფლობს სამ ღვინის საწარმოს: შპს ”წინანდლის ძველი მარანი”, შპს ”გურჯაანის ღვინის მარანი” და სუვენირული ღვინოების მინი ქარხანა შპს ”ვაზი-1”. ასევე, მათ მფლობელობაშია სადისტრიბუციო კომპანია შპს ”ლეთრე”, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. ეს თითოეული კომპანია ურთიერთთანამშრომლობის და სწორი მმართველობის საფუძველზე ქმნის მრავალფეროვან, მაღალხარისხოვან ღვინოებს, რომელთაც აქვთ ბევრი მნიშვნელოვანი ჯილდო მიღებული და წარმატებით იყიდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

 

 

For some reasons the SWF Movie is not properly displayed on your Computer.
Strongly recomended to install the latest version of Adobe Flash Player.

ქ.თბილისი, ჯიქიას ქ. #5;   ტელ: (+995 32) 220 99 99;  (+995 32) 220 99 98;    e-mail: sales@mildiani.ge